პროკურატურა ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე პირველ განცხადებას აკეთებს

პროკურატურა მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის, დაკავების საქმეზე განმარტებებს აკეთებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ როცა პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ის არ იყო ნასამართლევი და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის მიზანი, პროკურატურა წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოში არ შედის.

“როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ან მე-3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპანკისში დაცვის პოლიცია ჩადგება, ხეობის მოსახლეობა კი საგანგებო თათბირზე სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიალაშა იორდანიშვილი – სიცრუეა, თითქოს ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მდინარე დაშრება