ლაშა იორდანიშვილი – სიცრუეა, თითქოს ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მდინარე დაშრება

პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით არაერთი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია „ფერის“ დირექტორმა.

ლაშა იორდანიშვილის თქმით, ერთ-ერთი ასეთი სიცრუე მდინარე ალაზნის შესაძლო დაშრობას უკავშირდება.

„ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგური წარმოადგენს დერივაციული ტიპის ელექტროსადგურს. მას არ გააჩნია სათავე ნაგებობა, არ ხდება მდინარის გადაკეტვა, არ ხდება კერძო საკუთრების შეხება, არც ერთი კვადრატული მეტრის დატბორვა. სადგური წყალს მოიხმარს არსებული „ხადორი 2“ ჰიდროელექტროსადგურიდან და მიემართება დაღმავალი მიმართულებით ხეობისკენ. გასცდება 20-25 ოჯახს და ამის შემდეგ უბრუნდება ისევ ალაზნის კალაპოტს და 98-99 პროცენტი მოსახლეობას ვერც კი გრძნობს თუ რაიმე შეხება აქვს ჰესს მდინარესთან. აქ იყო საუბარი, რომ თურმე წყალი დაშრება, რაც წმინდა წყლის სიცრუეა. ჯერ ერთი, გვაქვს სანიტარული ნორმა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ და უნდა დავტოვოთ მდინარის კალაპოტში. გარდა ამისა, ალაზანს ამ მონაკვეთში უერთდება სამი მდინარე. შესაბამისად, გამორიცხულია მდინარე მივიდეს დაშრობამდე. ესეც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა“, – აღნიშნა იორდანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე პირველ განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატია„დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას” – სულხან სალაძე