პროკურატურა ახალგაზრდის განცხადებაზე, რომელიც პოლიციელებს გაუპატიურებით მუქარაში ადანაშაულებს რეაგირებას მოახდენს

21 წლის გიორგი ჭანიას მიერ განცხადებას, რომელიც პოლიციელებს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს, მთავარი პროკურატურა ეხმაურება.
უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მათთვის ამ დრომდე არ ყოფილა ცნობილი, რადგან ყაჩაღობაში ბრალდებულ პირებს ზეწოლის შესახებ არაფერი უთქვამთ სასამართლო პროცესებზე, არ მომხდარა ოფიციალური შეტყობინებაც. თუმცა როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე უწყება სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
“ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ქალაქ სენაკში, ძარცვაში ბრალდებული პირები, გ.ჭ. და ხ.პ. პოლიციის ცალკეულ თანამშრომლებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ინფორმაცია აქამდე არ ყოფილა ცნობილი საქართველოს პროკურატურისთვის, ბრალდებულებს რაიმე სახის ზეწოლის შესახებ არაფერი უთქვამთ სასამართლო პროცესებზე, ასევე არ მომხდარა არანაირი ოფიციალური შეტყობინება. მიუხედავად ამისა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,”-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ – სასამართლო სარჩელის განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო კომისიის წევრები დღეს პირველ შეხვედრას არასამთავრობოებთან გამართავენ