“პროექტის ამოცანა არის უბრალოდ იუსტიციის საბჭოს კლანის ინტერესების დაცვა” – ფოფხაძე კობახიძის კანონპროექტზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ ინიციატივას იურიდიული კომიტეტი განიხილავს. კანონპროექტს მხარს არც ოპოზიცია უჭერს და არც მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატები.

მიმდინარე კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც ელოდება. თუმცა მმართველი პარტიის ოპონენტები ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნება” კანონპროექტის მიღებას ფორსირებულად, ვენეციის კომისიის შენიშვნების მიღებამდე ცდილობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე კი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ერთადერთი მიზანი, სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის გაძლიერებაა.

“პროექტის ამოცანა არის უბრალოდ იუსტიციის საბჭოს კლანის ინტერესების დაცვა და მეტი არაფერი. შესაბამისად, ამ კლანის ინტერესების დაცვის პროცესში კობახიძის გუნდს ნამდვილად არ აინტერესებს არც ვენეციის კომისიის დასკვნა, არც ის შენიშვნები და პრეტენზიები ,რომელიც გამოითქმება ჩვენი მხრიდან , არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იურიდიულ კომიტეტში დღევანდელ სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველობების ხელმძღვანელებზე – ზოგიერთმა დაიჯერა, რომ ხელშეუხებლები არიან
შემდეგი სტატია“იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ მოსამართლეთა კლანს უტოვებს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას” – შავგულიძე კობახიძის კანონპროექტზე