“იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ მოსამართლეთა კლანს უტოვებს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას” – შავგულიძე კობახიძის კანონპროექტზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები – იურიდიულ კომიტეტზე პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ექვსი წევრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილება.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ინიციატივა, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემას ვერ პასუხობს.

”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის განცხადებით, კობახიძის კანონპროექტი იუსტიციის საბჭოში გაბატონებული კლანის ინტერესებს ემსახურება. შავგულიძე კომიტეტის სხდომას ესწრება.

​„მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის კანონპროექტი, სინამდვილეში ისევ იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ მოსამართლეთა წევრთა კლანს უტოვებს ერთპიროვნული და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რომ მხოლოდ საკუთარი სურვილისამებრ წარადგინონ კანდიდატები და ვერავითარი გარეშე ჩარევა მათ ნებაზე ვერ ახდენს გავლენას,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ

banner
წინა სტატიაში“პროექტის ამოცანა არის უბრალოდ იუსტიციის საბჭოს კლანის ინტერესების დაცვა” – ფოფხაძე კობახიძის კანონპროექტზე
შემდეგი სტატიაელისო კილაძის სკანდალური პოსტი-ვინ ხელმძღვანელობდა გამტაცებელთა ჯგუფს დასავლეთ საქართველოში