„პროცენტიანი სესხი არაფერს ცვლის” – ბაია გადაბაძე ირაკლი რუხაძის განცხადებას ეხმაურება

ბაია გადაბაძე ტელევიზიაში ლევან და გია გაჩეჩილაძეების შეშვებას არ აპირებს. ცნობილია, რომ ლევან გაჩეჩილაძეს მაესტროს გენერალურ დირექტორად საჯარო რეესტრი დღეს დაარეგისტრირებს და ის ტელეკომპანიაში მისვლას აპირებს.

დღესვე ბაია გადაბაძემ არხის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი ებრალიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მაესტროს წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, უარყო.

დღესვე მაესტროს გენერალური დირექტორი ირაკლი რუხაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან განაცხადა, რომ გაჩეჩილაძეებს ფული პროცენტით ასესხა.

„პროცენტიანი სესხი არაფერს ცვლის, ამის გამო ბოდიშს ვერ მოვიხდით, ეს არ ცვლის მოვლენებს, ეს ნიშნავს, რომ მაესტროს კიდევ ერთი ვალი დაემატება, ან მის დამფუძნებელს, რომელიც შეეცდება, რომ ეს ვალი რაღაცნაირად დააბრუნოს. ეჭვი მაქვს, რომ ეს მაესტროს ხარჯზე იქნება,“ – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს თანხა ასესხა. რუხაძე თანხის ოდენობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სესხი პროცენტიანია.

დღესვე ბაია გადაბაძეს გამოეხმაურა გაჩეჩილაძეების ადვოკატი. ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ ნოტარიულად უკვე დამოწმებულია პარტნიორთა კრების ოქმი.

დღის განმავლობაში ის ასევე აპირებს შეხვდეს მეურვეებს, რის შემდეგაც რეესტრში ლევან გაჩეჩილაძე ოფიციალურად არხის დირექტორად დარეგისტრირდება. ამის შემდეგ კი ლევან გაჩეჩილაძე მაესტროში მისვლას აპირებს.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილი წინასაარჩევნოდ რუსთავი 2-ის გარდა ყველა ტელევიზიას აფინანსებდა“, – ბაჩო კიკაბიძე
შემდეგი სტატია“სარედაქციო დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული”