„ივანიშვილი წინასაარჩევნოდ რუსთავი 2-ის გარდა ყველა ტელევიზიას აფინანსებდა“, – ბაჩო კიკაბიძე

ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ მედიასაშუალებების დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილი წინასაარჩევნოდ არა მხოლოდ მაესტროს, ყველა ტელევიზიას აფინანსებდა რუსთავი 2-ს გარდა.

ამის შესახებ კიკაბიძემ გიორგი ებრალიძეს უპასუხა, რომელმაც ერთერთ სატელევიზიო ეთერში ივანიშვილის მიერ მაესტროს დაფინანსებაზე ისაუბრა. კიკაბიძის თქმით, მაესტროს და სხვა ტელევიზიების დაფინანსება ივანიშვილის მიერ მოხდა წინასაარჩვენო პერიოდში, როდესაც ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში. კიკაბიძეს არ დაუსახელებია კონკრეტული თანხები.

მან, კითხვაზე ფინანსდებოდა თუ არა მაესტრო ბაია გადაბაძის დირექტორობის პერიოდში, განაცხადა, რომ “ხდებოდა თუ არა პარტიული დაფინანსება” არხის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს უნდა ვკითხოთ.

მაესტროს ერთერთმა დამფუძნებელმა კომენტარი გააკეთა იმ 50 მილიონთან დაკავშირებითაც, რომელიც ირაკლი რუხაძემ ძმებ გაჩეჩილაძეებს ასესხა. კიკაბიძეს მიაჩნია, რომ კიდევ ერთხელ ისახება რუხაძის ინტერესი ტელეკომპანია მაესტროს მიმართ.

banner
წინა სტატიაშიბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს სასამართლოში უჩივლებს
შემდეგი სტატია„პროცენტიანი სესხი არაფერს ცვლის” – ბაია გადაბაძე ირაკლი რუხაძის განცხადებას ეხმაურება