პრეზიდენტთან ათონელის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან

სალომე ზურაბიშვილთან, ათონელის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან, თუმცა უარყოფენ, რომ პოლიტიკურ საკითხებზე უნდა იმსჯელონ და ამბობენ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილს მორიგი საახალწლო მიღება აქვს, სადაც პოლიტიკაში ქალთა როლის ზრდაზე უნდა ისაუბრონ.

პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა დეპუტატი დავით ბაქრაძე, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე მიიწვიეს. ბაქრაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე პოლიტიკურ პროცესებზე უნდა იმსჯელონ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირიდან ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს დაიწყებს და მათ აზრებს “ეროვნულ შერიგებაზე” პირადად მოისმენს.

banner
წინა სტატიაშიგუმათის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მესამე პრეზიდენტიც მზადაა :მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის