გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მესამე პრეზიდენტიც მზადაა :მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის

გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მესამე პრეზიდენტიც მზადაა. მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს, ადაც ვკითხულობთ:

“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.

​მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს. ასევე მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

წინა სტატიაშიპრეზიდენტთან ათონელის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ყველამ უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ მივაღწიოთ თანხმობას ქვეყნის ძირითად პრობლემებზე