,,პრეზიდენტს უნდა ეცადა, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემების გადაჭრაში საკუთარი წვლილი შეეტანა – მინიმალური შანსიც არ უნდა გაფლანგულიყო”

როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სასამართლო სისტემა კრიზისშია, პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა და ყველა გზა უნდა ეცადა იმისთვის, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში საკუთარი წვლილი შეეტანა, – ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აღარ წარადგენს.

მენაბდის განცხადებით, შესაძლოა, მის მიერ წარდგენილი კანდიდატისთვის პარლამენტს მხარი არ დაეჭირა, თუმცა მინიმალური შანსიც არ უნდა გაფლანგულიყო.

„ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური დისკრეციაა, მას შეეძლო არ წარედგინა. თუმცა, როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სასამართლო სისტემა კრიზისშია, პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა და ყველა გზა უნდა ეცადა იმისთვის, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში საკუთარი წვლილი შეეტანა. შესაძლოა, ამ შემთხვევაში არ ყოფილიყო წარმატებული მცდელობა, მაგრამ მინიმალური შანსიც, რომელიც არსებობდა, არ უნდა გაფლანგულიყო. კონსენსუსი ვერ შედგა არა კონკრეტულ კანდიდატზე, არამედ ზოგადად პროცესზე. პრეზიდენტს სხვანაირად წარმოედგინა პროცესი მაშინ, როდესაც ნაწილს ვინც ვმონაწილეობდით კონსულტაციებში, სხვანაირად წარმოგვედგინა“, – განაცხადა მენაბდემ.

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, იმ სიტუაციაში, როცა “ქართული ოცნება” უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტიებული”.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – ანგელა მერკელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროკავშირს საფრთხეს არ უქმნის
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მერკელის განცხადებას ეხმაურება-,,დემოკრატია არის მმართველ პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ დღეს ისევ ოპოზიციაში აღმოჩნდება”