“პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე დასწრებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა კოლეგიურად იღებს”

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ გამოსვლაზე დასწრებასთან დაკავშირებით მთავრობის წევრები იმსჯელებენ.

კითხვაზე, დაესწრება თუ არა იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის გამოსვლას, წულუკიანმა განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მთავრობა კოლეგიურად იღებს.
“ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა კოლეგიურად”, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სავარაუდოდ თებერვლში, პირველ პარასკევს წარსდგება. ცნობისთვის 2014 და 2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტ გიოორგი მარგველაშვილის პარლამენტში, ყოველწლიურ გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები არ დასწრებიან.
banner
წინა სტატიაში“ჯეოტრანსგაზი” “გაზპრომთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათურქეთის სანაპიროებთან 10 მიგრანტის ცხედარი იპოვეს