“პრეზიდენტის განცხადებით, ნათლად გამოჩნდა, რომ ის მხარს არ უჭერს კრიტიკული მედიის ჩახშობას”- აბესაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი აბესაძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის “რუსთავი 2”-ის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მიესალმება.

“პრეზიდენტის განცხადებით, ნათლად გამოჩნდა, რომ რა თქმა უნდა, რომ ის მხარს არ უჭერს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, მხარს არ უჭერს ქვეყანაში კრიტიკული მედიის ჩახშობას. ამბობს, რომ ის თავისი შესაძლებლობების ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი მედიის ფუნქციონირება ქვეყანაში, თუმცა ყველას მოეთხოვება უფრო მეტი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა”- განაცხადა აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიR2-ის იურისტების სტრასბურგში გამგზავრებას ღია საზოგადოება – საქართველო დააფინანსებს
შემდეგი სტატიაN5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მომღერალმა სოფო ბედიამ დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა