პრეზიდენტის ბრიფინგი მღელვარების წახალისება იყო, როგორც ჩანს დეპოლარიზაცია კარგად არ აქვს გააზრებული – ოხანაშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგი, სადაც მან პრემიერმინისტრი გააკრიტიკა მღელვარებას ახალისებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს დაავიწყდა “ვისთან გვაქვს საქმე” ნაციონალური მოძრაობის სახით და მას დეპოლარიზაცია გააზრებული არ აქვს.

“საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგი თუ მას მიაჩნია, რომ ემსახურებოდა დეპოლარიზაციას, მაშინ ძალიან ცდება. ბრიფინგი პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც არა თუ ხელს უწყობს დეპოლარიზაციას, არამედ პირიქით, წახალისებას მღელვარების, ეს არის პირდაპირი წახალისება მღელვარების და არა დეპოლარიზაცია. მან ახლა გაიგო და ახლა მიხვდა “ნაციონალური მოძრაობის” სახეს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ლამის სახელმწიფოს მოღალატედ შერაცხა და “ქართული ოცნება” იყო სწორედ ის ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ობიექტურობა დაეცვა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატისთვის არ მიეწებებინათ ის უმძიმესი იარლიყები რასაც ის არ იმსახურებდა და როგორც ჩანს ქალბატონ სალომეს დაავიწყდა ჩვენ ვისთან გვაქვს საქმე, რომ ეს ხალხი არაფრის გამო მზად არის, რომ მიაწებოს ხალხს, ამ შემთხვევაში საუბარი იყო მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატზე, რომ ის იყო სახელმწიფოს მოღალატე, როგორი მძიმე კამპანია აწარმოეს მის წინააღმდეგ, ამის შემდგომ ატარებს ბრიფინგს იმისთვის, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი და “ქართულ ოცნება” გააკრიტიკოს?! ეს არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, როგორც ჩანს მასაც კარგად არ აქვს გააზრებული რას ნიშნავს დეპოლარიზაცია”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპული საბჭოს დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის – ირლანდიის პრემიერი
შემდეგი სტატიარესურსების ამოწურვის გამო, უახლოეს თვეებში, უკრაინაში რუსეთის შეტევა შენელდება – ჯონსონი