საზოგადოება ელოდება ისეთი ტიპის არჩევნებს, სადაც არ იქნება უკონტროლო ძალა – ელენე ხოშტარია ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს

მმართველ გუნდი ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს, ეს ნიშნავს, რომ მათ საზოგადოების გზავნილი არ მიიღეს – ამის შესახებ განცხადებას, “ევროპულ საქართველოში” აკეთებენ.

ელენე ხოშტარია პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისა და ამ საკითხზე დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” გამართოს მსჯელობა ოპონენტებთან, რადგან მისი თქმით, მნიშვნელოვანია მომდევნო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

„აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ მიუღიათ საზოგადოებისგან ამ არჩევნებზე. საზოგადოებისგან, რომლის ძალიან დიდი ნაწილი არის განწყობილი საპროტესტოდ და ეს სიგნალი მათ მისცა საზოგადოებამ, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ უკონტროლო და ერთპიროვნული მმართველობით. მათ ვერ გაიგეს, რომ ყველა მინუს “ქართული ოცნება” ელოდება ისეთი ტიპის არჩევნებს და ისეთი ტიპის ხელისუფლების ცვლილებას, სადაც ვერავინ იქნება შეუზღუდავი უკონტროლო და მით უმეტეს ერთი ადამიანის სურვილით მოქმედი პოლიტიკური ძალა,“-ამბობს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება და თანამშრომელთა რაოდენობა მცირდება
შემდეგი სტატიადღეს “ომეგა ჯგუფი” საგანგებო განცხადებას გააკეთებს