პრეზიდენტი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვას იწყებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვას იწყებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა დღეს, 15:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

„ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით, ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა გაიმართება. არ არიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები, არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითიბისის IT აკადემია ახალგაზრდებს ხელს უწყობს ტექნოლოგიის დარგში ახალ პროფესიებს დაეფლონ
შემდეგი სტატიაკლანური ომი „ოცნებაში“ – ღარიბაშვილი პოზიციებს იმაგრებს