პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე – მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული – კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება

პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უფრო წავიდოდა წინ ეს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ჯგუფური ძალადობა მიუღებელია, არაქართულია და ჩვენ ჩვენს ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ“.

„არ ვიცოდი, რომ საქართველოში ამდენი გამომძიებელი იყო. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ რომ გავხდე. პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უფრო წავიდოდა წინ ეს საქმე. მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული და მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა არის აღიარება და მონანიება. ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ასე გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები არა ტყუილით, დამალვით და ჯგუფური ძალადობით,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ახალი შემთხვევებიდან ერთის დაინფიცირების წყაროს მოძიება ჯერ კიდევ გრძელდება
შემდეგი სტატიათუ მთავრობა ევროპარლამენტის პოზიციას გაითვალისწინებს, რურუა თავისუფალი იქნება – ოთარ კახიძე