თუ მთავრობა ევროპარლამენტის პოზიციას გაითვალისწინებს, რურუა თავისუფალი იქნება – ოთარ კახიძე

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. როგორი იქნება “ოცნების” სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც რურუა პოლიტპატიმრად დასავლელმა პარტნიორებმაც აღიარეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ანტისაოკუპაციო აქციების მხარდამჭერსა და “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, რომელიც მოგონილი ბრალდებით არის დაკავებული, არ გაათავისუფლებენ, “ოცნების” ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმრად არის აღიარებული და 8 მარტის შეთანხმება სწორედ ამას გულისხმობს.

სამწუხაროდ, ხელისუფლება, რომელმაც უკვე არაერთხელ მიიღო გაფრთხილება, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებული იყოს, კიდევ ერთხელ დაუშვა ის, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო არის ისევ დამუხტული ძალადობით და პოლიტიკური რეპრესიებით, – ამბობს იგი.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება ევროპარლამენტის პოზიციას გაითვალისწინებს, მაშინ გიორგი რურუას გაათავისუფლებს, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს როგორც დასავლელი პარტნიორების, ისე ქართველი ხალხის წინაშე.

შეგახენებთ, რომ დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის უკანასკნელი მოწმე, თავად ბრალდებული დაიკითხება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე – მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული – კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : ვისაც ვიწყალებ, ყველა არის დამნაშავე, არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი