პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებულ შეთანხმებებს მასკარადს უწოდებს

https://youtu.be/8mpu03dmeB8

აქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ე.წ. მთავრობებთან შეთანხმებების ხელმოწერას მასკარადს უწოდებს და არაღიარების პოლიტიკის გამოძახილად აფასებს.

”მოდით, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, არაღიარების პოლიტიკა უკვე წარმატებაა. აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. მსოფლიოს მასშტაბით საქართველომ და მისმა მოკავშირეებმა მიაღწიეს იმას, რომ არაღიარების პოლიტიკა ფაქტია. აქ წერტილი დასმულია. ამის საპირისპიროდ, ამაზე საპასუხოდ გადადგა ნაბიჯები რუსეთის ფედერაციამ. არაღიარების პოლიტიკით სრული კრახის ფონზე, რომელიც რუსეთის ფედერაციამ განიცადა, მათ გადაწყვიტეს განახორციელონ ანექსიური პოლიტიკა. რაში გამოიხატა ეს – 2014 წლიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებში – სტრატეგიული შეთანხმებების ხელმოწერაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ არსებულ რეჟიმებთან, შემდგომ საერთაშორისო დიპლომატიის მასკარადში, რაც განხორციელდა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ”ვექტორში”.

პრეზიდენტის თქმით, მომავალში უნდა შემუშავდეს ანტიანექსიის პოლიტიკა, რომლის მონაწილეც საქართველოს მოკავშირე ქვეყნები იქნება. მარგველაშვილის განცხადებით, ანტიანექსიური პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტია ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესი.

banner
წინა სტატიაშითბილისის ინტერპოლმა ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატია”უარი ვუთხარი. დამემუქრა, მალე კორუფციაში გამხელო” – აჭარის საპატრულოს უფროსის, კახა ბუხრაძის ჩვენება (foto)