პრეზიდენტი და პირველი ლედი გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენას დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენის გახსნას დაესწრნენ.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ გამოფენა დაათვალიერეს და მხატვარს საიუბილეო თარიღი მიულოცეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო არტისტის მიერ 50 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები.

საქართველოს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად, ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატია(video) პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნას ადასტურებს