(video) პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნას ადასტურებს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება, ეს განცხადება საქართველოს მთავრობის მეთაურმა, დღეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საკადრო საკითხებზე, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში, გადაწყვეტილება პარტია ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული. როდის გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა ჯერ უცნობია. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა კვირას, 6 ნოემბერს ჩაინიშნა, თუმცა ქართული ოცნებისპრესსამსახურში რუსთავი 2-ს განუცხადეს, რომ შეხვედრა ჯერ ოფიციალურად ჩანიშნული არ არის.

https://www.youtube.com/watch?v=Z8HGjYilIK0&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი და პირველი ლედი გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენას დაესწრნენ
შემდეგი სტატია(video) ჩიხრაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს გამორიცხავს-აპირებს თუ არა მარგველაშვილი პარტიის შემქნას?