პრეზიდენტი ცდილობს ხოლმე არაეთიკური გამოთქმებით, ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ვერ ახერხებს – კობახიძე

პრეზიდენტი ცდილობს, არაეთიკური გამოთქმებით ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ის, ბუნებრივია, ვერ ახერხებს ხოლმე –ასეთია ირაკლი კობახიძის რეაქცია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე. საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მხრიდან უპარტიო კანდიდატის დასახელება „წინასაარჩევნო კურიოზად ” მოიხსენია. ირაკლი კობახიძე პარალელს ავლებს ლიეტუვასთან და ამბობს, რომ დალია გრიბაუსკაიტე სწორედ ამ ფორმით არის არჩეული.

„ლიეტუვას პრეზიდენტი გრიბაუსკაიტე არის ზუსტად ასეთი სახით არჩეული. პირველ ჯერზე ის იყო დამოუკიდებელი კანდიდატი. მას მხარი დაუჭირა მაშინდელმა მმართველმა პარტიამ რესპუბლიკურმა პარტიამ და ასე გახდა ის პრეზიდენტი. ამაში კომიკური არაფერი არ არის. სამწუხაროდ პრეზიდენტი ცდილობს ხოლმე ასეთი არაეთიკური გამოთქმებით რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს თუმცა ამას ის ბუნებრივია ვერ ახერხებს,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ იქნება გამოწვევა დაასახელებს თუ არა გიორგი მარგველაშვილის თავის კანდიდატურას. ირაკლი კობახიძე არც მეორე ტურის ჩატარებას გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაში“სინოდს ურჩევნია დეკანოზს მოუსმინონ, ვიდრე რაღაც-რაღაცეებზე იმსჯელონ,” – მამა გიორგი მამალაძეს შესაძლოა, დეკანოზის წოდება ჩამოართვან
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ჰოლანდიელი ექსპერტი ეწვია