შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ჰოლანდიელი ექსპერტი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ევროკავშირის პროექტის – „ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის“ ფარგლებში, ჰოლანდიელი ექსპერტი მარსელ ზეთჰოვენი ეწვია.

შსს-ს ინფორმაციით, ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ექსპერტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო მართლწესრიგის ოფიცრებისთვის არსებული კურიკულუმების შეფასება, ქართული და ჰოლანდიური მოდელის შედარება და ანალიზი, პოლიციის ოფიცრებისთვის შესაბამისი სასწავლო მოდულების განსაზღვრა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კურსის სილაბუსის პრეზენტაცია, არსებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურები და ოფიცერთა უფლება-მოვალეობების აღწერილობა განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ცდილობს ხოლმე არაეთიკური გამოთქმებით, ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ვერ ახერხებს – კობახიძე
შემდეგი სტატიასასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულის მშობლები იკითხებიან