“სინოდს ურჩევნია დეკანოზს მოუსმინონ, ვიდრე რაღაც-რაღაცეებზე იმსჯელონ,” – მამა გიორგი მამალაძეს შესაძლოა, დეკანოზის წოდება ჩამოართვან

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმე წარმოებაში არ მიიღო, ახლა მთავარი კითხვაა ჩამოართმევს თუ არა საპატრიარქო მაინც მამა გიორგი მამალაძეს დეკანოზის წოდებას. წმინდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო სწორედ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. პატიმარი დეკანოზის ოჯახის წევრები კი მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს ურჩევენ ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვან და რეალური ინფორმაციის მიღების მიზნით მამა გიორგისთან ციხეში მივიდნენ. სასულიერო პირის ოჯახი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.

„ეს არის პირდაპირი დავალება გარკვეული პიროვნებებისგან. მათ შორის პროკურატურისგან და საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან, რომ განხილვაშიც არ მიეღოთ. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. ამის საფუძველი არ ჰქონდა უზენაეს სასამართლოს. აუცილებლად წავალთ სტრასბურგში და აუცილებლად გავასაჩივრებთ. სინოდს ურჩევნია დეკანოზს მოუსმინონ ვიდრე რაღაც რაღაცეებზე იმსჯელონ,“-განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდაკარგული ძმების ძებნა მტკვარზე დღეს განახლდება – ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ცდილობს ხოლმე არაეთიკური გამოთქმებით, ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ვერ ახერხებს – კობახიძე