პრეზიდენტი ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რიო-დე-ჟანეიროში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიშელ ტემერის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ.

მიღება ზაფხულის 31-ე ოლიმპიადის გახსნამდე ბრაზილიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ზაფხულის ოლიმპიადაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერებს ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მხარის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა უმასპინძლეს.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე : ,,ივა ჩიღვინაძე ნამდვილად იმუშავებს პრეზიდენტის კონსულტანტად”
შემდეგი სტატიაDAAD-ის ორგანიზებით საზაფხულო სკოლა გაიხსნა