ანა დოლიძე : ,,ივა ჩიღვინაძე ნამდვილად იმუშავებს პრეზიდენტის კონსულტანტად”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტის კონსულტანტად ივა ჩიღვინაძე დაინიშნა.

ანა დოლიძე ირმა ნადირაშვილის განცხადებასაც ეხმაურება.

„თავის ჩვეულ სტილში ნაციონალური მოძრაობა, ამჯერად მტკნარი სიცრუით აგრძელებს უკვე მეორე წრეზე იმ ხალხის დევნას, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში და რომელიც უკვე ერთხელ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ეს სამწუხარო რეალობა არის ქართული ოცნების ხელისუფლების უნიათობის ბრალი ნაწილობრივ.

ივა ჩიღვინაძე ნამდვილად იმუშავებს პრეზიდენტის კონსულტანტად და მისი უშუალო საქმე იქნება სწორედ ის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა წინააღმდეგობით მოძრაობაში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იყო პოლიტიკურად დევნილი, სრულად აღდგეს საკუთარ უფლებებში“, – აღნიშნა ანა დოლიძემ

„ნაცმოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ივა ჩიღვინაძე ის პირია, რომელმაც 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი, ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა და შემდეგ პატიმრობიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში 96 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო