პრეზიდენტი ანა ნაცვლიშვილს, ეკა გიგაურს, ეკა ბესელიას და ნინო წილოსანს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში „ლელოს” დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერს, ეკა ბესელიას და ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს ხვდება.

შეხვედრის მთავარი თემა პოლარიზაცია და მართლმსაჯულების საკითხი იქნება.

„იმ ძალიან არაჯანსაღ, პოლარიზებულ და ტოქსიკურ გარემოში, რომელშიც სამწუხაროდ, ეს ქვეყანა არის, ამაში მეტ-ნაკლებად ყველას წვლილია, განსაკუთრებით ხელისუფლების, რომელიც დგას და ინარჩუნებს ძალაუფლებას ხელოვნურად, პოლარიზებით და თამაშით. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიალოგის თუ არა გარკვეული საუბრის მოძებნის შესაძლებლობა იქ, სადაც განსხვავებული მოსაზრებებია, მათ შორის კონკრეტულ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული ხედვებიც კი. რთულია ისაუბრო მაშინ, როდესაც განსხვავებული აზრია, თორემ ყველა თუ ერთ აზრზე ვართ, იქ საუბრის და შეჯერების საჭიროებაც არ წარმოიშვება. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრა პოლარიზებული სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენელთან, კონკრეტულად დღეს ალბათ უფრო მეტი სიცხადე ექნება მის ხედვას. მაინტერესებს, როგორ ხედავს ამ პერსპექტივიდან ინიციატივის გაგრძელებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ინიციატივა გადავიდეს კონკრეტულ და დროულ ნაბიჯებზე”,-განაცხადა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაში“ლელოს” ლიდერები უკრაინის ელჩს შეხვდნენ და მხარდამჭერი ნოტა გადასცეს
შემდეგი სტატიაBBC – გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში ბრიტანეთის საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის გაყვანა დაიწყო