“ლელოს” ლიდერები უკრაინის ელჩს შეხვდნენ და მხარდამჭერი ნოტა გადასცეს

საპარლამენტო ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” ლიდერები და “ლელოს” საგარეო მდივანი უკრაინის ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს შეხვდნენ.

“ლელოს” ლიდერებმა ელჩს გადასცეს უკრაინის მხარდამჭერი საგანგებო ნოტა, რომლის ადრესატიც არიან უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი.

“რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, თვით სუვერენულობის იდეასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

მათ შორისაა ყველა ერის სუვერენული უფლება, თავისუფლად აირჩიოს საერთაშორისო ალიანსები.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველო-უკრაინის ხალხი ეწევა საერთო ბრძოლას ეროვნული სუვერნულობისა და თავისუფლებისთვის.

ჩვენ, „ლელოს“ ლიდერები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებებით” – ნათქვამია საგანგებო ნოტაში.

banner
წინა სტატიაში„სტრატეგია აღმაშენებელი“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ანა ნაცვლიშვილს, ეკა გიგაურს, ეკა ბესელიას და ნინო წილოსანს ხვდება