პრეზიდენტი აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურაზე კონსულტაციებს ნატოს სამიტის შემდეგ დაიწყებს

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურაზე კონსულტაციებს ნატოს სამიტის შემდეგ დაიწყებს
დღეს, 10:02 31
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი კონსულტაციებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გამართავს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ის კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, მას ევალება, რომ კონსულტაციები გამართლოს აჭარაში პოლიტიკურ ძალებთან.

“მე ამ საკითხს გავივლი აჭარაში და კონსტიტუციის და კანონმდებლობის სულისკვეთება სწორედ იმისკენ მიუთითებს, რომ ეს საკითხი იყოს კოორდინირებულად განხილული და გავლილი სწორედ აჭარაში, აჭარის პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის შემდეგ,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, კონსულტაციები ნატოს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიჭუბერის ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება
შემდეგი სტატიასუს-მა გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების 3 თანამშრომელი დააკავა