პრემიერის პრესსამსახური – მედიისთვის ელექტრონულ ფოსტაზე ყალბი დოკუმენტის დაგზავნა მთავრობის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად და პროვოკაციას წარმოადგენდა

region
ავტ.: region აგვისტო 20, 2019 13:04

პრემიერის პრესსამსახური – მედიისთვის ელექტრონულ ფოსტაზე ყალბი დოკუმენტის დაგზავნა მთავრობის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად და პროვოკაციას წარმოადგენდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებებისთვის ელექტრონულ ფოსტაზე გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ ყალბი დოკუმენტის დაგზავნა მთავრობის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად და პროვოკაციას წარმოადგენდა.

ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„გუშინ, 19 აგვისტოს მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ყალბი დოკუმენტი გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ.

როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მუდმივ კოორდინაციაშია მედიასაშუალებებთან და კოლეგებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან/და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია pressoffice@gov.ge. ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“, – აცხადებს პრესსამსახური.

მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, საღამოს მედიასაშუალებებმა და მედიის წარმომადგენლებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს დოკუმენტი „გარემოს დაცვის რეფორმის კონცეფცია“. დოკუმენტი გაგზავნილია მისამართიდან sakargelo.gov@gmail.com.

region
ავტ.: region აგვისტო 20, 2019 13:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics