“პრემიერის განცხადების შემდეგ, ალბათ არც უნდა ვიყო საარჩევნო სიაში,” – თამაზ მეჭიაური

უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პრემიერიმინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ ის პირები, ვისაც ქვეყნის საგარეო კურსზე ეჭვები აქვთ, გუნდში ვერ იქნებიან.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ პრემიერმინისტრის ამ განცხადების შემდეგ ის საარჩევნო სიაში აღარ იქნება.

„მე განაწყენების მომენტი შეიძლება სულ სხვა რაღაცაზე მქონდეს. ჩემი განცხადებების შემდეგ და პრემიერის განცხადების შემდეგ, ალბათ არც უნდა ვიყო საარჩევნო სიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ბატონმა პრემიერმა უკვე ცალსახად დააფიქსირა ფაქტიური თანხვედრა იმ საგარეო კურსისა, რომელიც რესპუბლიკელებს გააჩნიათ. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ჩემთვის აბსოლუტურად შეუთავსებელია. ხმაურისა და დემარშების გარეშე, მე გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებას დამოუკიდებლად ჩვენი პარტიისგან. ამას გავაკეთებ ღირსეულად, ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, როგორც პრემიერმინისტრთან, ისე ყოფილ პრემიერმინისტრთან,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

“გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში”

banner
წინა სტატიაშიცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკასთან საბრძოლველად მოდის