ეპისკოპოსი დამემუქრა და მითხრა რომ… – ვინ და რატომ ემუქრება დეკანოზის ძმას

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ეპისკოპოსი მცირეწლოვანი შვილებით დაემუქრა.

მისივე თქმით, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილება სექტემბერში იქნება.

„ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი, რომ რაც ჩემმა ძმამ, მამა გიორგიმ იცის ყველაფერს ვიტყვი-მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ), რომელიც დამემუქრა და მითხრა რომ, მომკლავდნენ თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რო მზად ვიყავი. შემდეგ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა. ახლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში რაც საპატრიარქოში ხდება. მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების, სექტემბერი იქნება,“ – წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, „უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება” – ამ ბრალდებით 2017წლის 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასულიერო პირი და საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა. ის სხვა სასულიერო პირების დელეგაციასთან ერთად გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, 2 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩავიდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მამალაძის ბარგში სამართალდამცველებმა მომწამვლელი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ იპოვეს, რომელიც მაშინდელი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, უმაღლესი სასულიერო პირს მკვლელობისთვის სჭირდებოდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

თორნიკე მამალაძემ ჯერ ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა, ახლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. არც ერთმა პრეზიდენტმა მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას ხელი არ მოაწერა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მამალაძე არ შეიწყალა, ოჯახმა აქციები დააანონსა.

banner
წინა სტატიაშიხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელია
შემდეგი სტატიაპრემიერის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებშიც 1 ლარად შეიძენენ