დიმიტრი ქუმსიშვილი: პრემიერი სავარაუდოდ, კონტრასიგნაციას 8 ივნისს მოაწერს ხელს

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობამ საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განკარგულება მოიწონა.

ქუმსიშვილის თქმით, სავარაუდოდ, პრემიერი კონტრასიგნაციას ხელს 8 ივნისს მოაწერს.

“პრემიერის ხელმოწერა გამოვა 8 ივნისს, თუ არ ვცდები, მაგრამ კონტრასიგნაცია მოხდება ისე, რომ 8 ოქტომბერს გვექნება არჩევნები. არგუმენტაციაზე მანამდე იყო მსჯელობა, რომ ეს არის პრეზენტაციის ხარისხის გაუმჯობესება, მეტი შესაძლებლობის მიცემა პოლიტიკური პარტიებისთვის იმისთვის, რომ წინსაარჩევნო პერიოდი იყოს ის პერიოდი, რომელიც გამოგვივიდა “, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯგუფი Maroon 5 ბათუმშია
შემდეგი სტატია“ვაპირებთ იმდენი სამუშაოს შესრულებას, რაც გასული ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა”