პრემიერი: საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც დღეს არსებულ საჭიროებებზე იქნება მორგებული

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსიტუციო კომისიის მუშაობაში მრავალმხრივ ჩართულობას მიესალმება.

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებებზე საზოგადოების ფართო შემადგენლობა მუშაობს.

„საქართველოში პირველი შემთხვევაა, რომ ასეთი ფართო ჩართულობით ხდება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა. მასში ჩართული არიან კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები არასამთავრობო სექტორიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. ვენეციის კომისიის მხრიდანაც მივიღე პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით და თვითონ პროცესთან დაკავშირებით.

განსხვავებით წარსულის პრაქტიკისგან, როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ხშირად ვგებულობდით მასმედიის საშუალებით და ეს ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც იქნება მიღებული ფართო ჩართულობით იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: რუსეთში გია ცერცვაძეს ელის წამება
შემდეგი სტატიამატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა