პრემიერი: კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ავსტრიაში ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს:

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ. კოტე იყო გამორჩეული ადამიანი, მეგობარი, დიდი პროფესიონალი, რომელიც მთელი არსით ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას. ის იყო ქართველ დიპლომატთა იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც წილად ხვდა მისია, მსოფლიოსთვის წარედგინა და გაეცნო საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. სწორედ ეს ურთულესი მისია შეასრულა ბატონმა კონსტანტინემ. მან ერთ-ერთმა პირველმა გაიტანა მთავარი გზავნილი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ დიპლომატიურ კორპუსს. კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული დიპლომატიისთვის, მთელი საქართველოსთვის”.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაუნივერსიტეტებში არაგეგმიური შემოწმება იწყება