პრემიერი: კარგი იქნებოდა, შოთა რუსთაველის დღე დაგვეწესებინა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში შოთა რუსთაველის დღე დაწესდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა შევეხო მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეა. შოთა რუსთველთან დაკავშირებულ არაერთ საზეიმო ღონისძიებას დავსწრებივართ და გაგვიმართავს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ვერ შევძელით იმ დონეზე ამ იუბილეს აღნიშნვნა, რომელიც ამ უდიდეს მწერალს და ყველასთვის საამაყო კულტურულ მოღვაწეს შეეფერებოდა.

მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი გახდებოდა და რომელიც იქნებოდა საქრათველოს კულტურული მიმართულებით წარმოჩენისთვის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კულტურის და განათლების მინისტრებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაავალა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: 2016 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი იუნესკო-ს მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარების კუთხით
შემდეგი სტატია“საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არის პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღრავს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს”