“საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არის პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღრავს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს”

შეთანხმება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებამდე საქართველოს კიდევ დარჩა მთელი რიგი პროცედურები გასავლელი.

„მინდა, დიდ კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ გუშინ მიღწეული იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, შეთანხმება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, ე.წ „შეჩერების მექანიზმთან“ დაკავშირებით, რაც იყო უმნიშვნელოვანესი ეტაპი საბოლოო გადაწყვეტილებისკენ. ჩვენ დაგვრჩა კვლავ მთელი რიგი პროცედურების გასავლელი, ამიტომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფეხდაფეხ მივყვებით ამ პროცესს. დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს დროში მოხდება ყველა პროცედურის დასრულება”, – განცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით,საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულა.

„ჩვენი მეგობრები ბრიუსელში და არამხოლოდ ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებში ძალიან გვეხმარებიან ამ პროცესში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს, უდიდესი თანადგომისთვის. საქართველოსთვის ევროინტეგრაცია გახლავთ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტი, ეს არის არა მხოლოდ საგარეო პრიორიტეტი, არამედ პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღრავს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს, რათა ცხოვრების ხარისხი ავწიოთ ქვეყანაში, ეკონომიკური განვითარების დონე მოვიყვანოთ იმ დონესთან შესაბამისობაში, რომელიც ევროპულ ქვეყანას და ევროპული ოჯახის ნამდვილ წევრ ქვეყანას შეეფერება. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან მალე დასრულდება”, – განაცხადაპრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: კარგი იქნებოდა, შოთა რუსთაველის დღე დაგვეწესებინა
შემდეგი სტატიაპრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, კლინიკების მენეჯმენტთან უფრო აქტიურად იმუშაონ