გიორგი კვირიკაშვილი: 2016 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი იუნესკო-ს მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარების კუთხით

ძალიან მისასალმებელი და სასიხარულო ამბავია, რომ იუნესკო-ს მიერ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს მიენიჭა გაძლიერებული დაცვის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან მსოფლიოში ამჟამად მხოლოდ 10 ობიექტია, რომელსაც ასეთი სტატუსი აქვს მინიჭებული.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას, უპირველეს ყოვლისა კულტურის სამინისტროს, თავდაცვას, შინაგან საქმეთა, საგარეო, იუსტიციის სამინისტროებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელთა აქტიური ჩართულობითაც მიღებულია ასეთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2016 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი იუნესკო-ს მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარების კუთხით.

„მიმდინარე წელს ივლისში მცხეთის ისტორიული ძეგლები ამოღებულ იქნა იუნესკო-ს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსსიდან და დაბრუნდა ძირითად ნუსხაში. ასევე, 30 ნოემბერს იუნესკო-მ ქართულ ანბანს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა, რაც არამხოლოდ ჩვენი ანბანის, არამედ ჩვენი კულტურის, ისტორიისა და იდენტობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება გახლავთ”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაპრემიერი: კარგი იქნებოდა, შოთა რუსთაველის დღე დაგვეწესებინა