პრემიერი – ჯიქიას ქუჩაზე ავაშენებთ 1 000-ბინიან პოლიციის ქალაქს

“ჩემი დიდი სურვილია და ბატონი მინისტრის, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს, ამ პროექტსაც დავიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები და ადგილიც შერჩეულია, ბატონი ვახტანგის [გომელაურის] იდეა იყო, რომ პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც იყო მანამდე პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნული ბაზას გადავიტანთ სხვა ადგილზე და ამ ადგილზე აშენდება ათასბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ავაშენეთ ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ჩემი მინისტრობის დროს. პირობები იქნება იგივე, რაც იყო ჯარისთვის ანუ 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ას დოლარს გადაიხდიან, ეკვივალენტი ლარებში ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს დაფარავს სახელმწიფო. ვფიქრობთ, ეს იქნება განგრძობითი პროექტი, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, ეს უნდა იყოს დამატებით მოტივაციის მიმცემი ჩვენი პოლიციელებისთვის.” – პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება
შემდეგი სტატიაპრემიერის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა