პრემიერი ჯანელიძე-ლავროვის შესაძლო შეხვედრას ეხმაურება და პირობებს აყენებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო უწყების ხელმძღვენელის მიხეილ ჯანელიძის და მისი რუსი კოლეგის შესაძლო შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა. პრემიერის თქმით საქართველოს ხელისუფლება ამ შეხვედრისთვის მზადაა, იმ პირობით თუ შეხვედრა დაფუძნებული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპზე:
„თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება და ეს გადაწყვეტილებები უპირველეს ყოვლისა უნდა განამტკიცებდეს და იყოს დაფუძნებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპზე. ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვიქნებით რომ ასეთ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. მიხეილ ჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა და ამაში არაფერი მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. რუსეთთან ჩვენ ურთიერთობის ნორმალიზაცია გვჭირდება, სამწუხაროდ დღეს ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და მე ვფიქრობ რომ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ, მაგრამ უნდა გამოვიდეთ არა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტთან დაკავშირებული კომპრომისების ხარჯზე, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე და სწორედ აქეთ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გაგვაჩნია.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: დაიწყო ქვეყნის არევის გეგმის ბოლო ნაწილის განხორციელება
შემდეგი სტატია,,აქ ხალხის თავშეყრა იკრძალება“ – რას ითხოვს ივანიშვილი მერიისგან ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით