პრემიერი-ეპიდემიის პირობებში არჩევნები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ვდგამთ ნაბიჯებს, რათა ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმალური

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით,პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა და ყველაფერი გაკეთდება, რათა არჩევნების გამო ,ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმიზირებული იყოს.

„ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ, ჩვეულებრივ ცხოვრებას ნელ-ნელა დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ჩვენთვის საქართველოში წელს საარჩევნო წელია, სულ რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩვენო პოლიტიკური პროცესი აგიტაციიდან დაწყებული, შეჯიბრობითობა პარტიებს შორის, ამასაც თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოყვება. თვითონ არჩევნები ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როცა ადამიანები საარჩევნო უბანზე უნდა მივიდნენ და თავისი არჩევანი დააფიქსირონ, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა აქ არანაირი საფრთხე ეპიდემიოლოგიური, ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების იყოს მინიმიზირებული და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ლოპოტას ტბაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ელჩებს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, უდიდესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, პირველ რიგში, აქ ყოფნისთვის, მაგრამ ამასთან ერთად, იმ დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენი მეგობრები უწევდნენ ჩემს ქვეყანას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, დღეს ჯერჯერობით ვთქვათ, რომ საქართველომ შეძლო ვირუსის პირველი ეტაპის შეჩერებით, მეორე ეტაპის შეკავებით და ახლა გადავდივართ უკვე მესამე, მართვისა და ადაპტაციის ეტაპზე წარმატებულად, ამაში, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის დამსახურება. ამაში არის ძალიან დიდი დამსახურება თითოეული ჩვენი მოქალაქის და რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრების. მე არ მინდა, აქ არავინ გამოვყო, ყველამ კარგად იცის ის დახმარება, რომელიც თქვენ გაუწიეთ ჩვენ ქვეყანას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“გვყავს ხელისუფლება,რომელიც 8 მილიარდიანი ვალით ვაპირებთ ეკონომიკის ფეხზე დაყენებას”
შემდეგი სტატიაახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგო დაიღუპა