“გვყავს ხელისუფლება,რომელიც 8 მილიარდიანი ვალით ვაპირებთ ეკონომიკის ფეხზე დაყენებას”

გვყავს ხელისუფლება, რომელიც თავის ხარჯს არ იმცირებს, ბიუროკრატიულ პროექტებს არ ამცირებს, საკუთარ ფუფუნებაზე უარს არ ამბობს და 8 მილიარდიანი ვალით ვაპირებთ ეკონომიკის ფეხზე დაყენებას , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

„დღეს განვიხილავთ ბიუჯეტს, რომელიც მთლიანად საგარეო ვალებზეა აწყობილი, ბიუჯეტს, სადაც წელს დამატებით 8 მილიარდ ლარს ვიღებთ და ეს იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ საკუთარი ხარჯი მხოლოდ 300 მილიონით შეიმცირა და გვეუბნება, რომ ვითომ ქამრებს იჭერს. ანუ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თავის ხარჯს არ იმცირებს, ბიუროკრატიულ პროექტებს არ ამცირებს, საკუთარ ფუფუნებაზე უარს არ ამბობს და 8 მილიარდიანი ვალით ვაპირებთ ეკონომიკის ფეხზე დაყენებას. 8.5 დეფიციტი აქვს ამ ახალ ბიუჯეტს, მსოფლიოში კიდევ ახალი ტალღა რომ წამოვიდეს ან ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდეს, საერთოდ კოლაფსში აღმოჩნდება საქართველოს ეკონომიკა. ამიტომ ეს არის უმძიმესი რეალობა, რომელიც შეიქმნა დღევანდელი ხელისუფლების არაეფექტური მუშაობის შედეგად და ვფიქრობ, ყოველი განვლილი დღე, კვირა, თუ თვე მუშაობს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში მამაკაცი სავარაუდოდ,საკუთარ ავტომობილთან ერთად გაიტაცეს
შემდეგი სტატიაპრემიერი-ეპიდემიის პირობებში არჩევნები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ვდგამთ ნაბიჯებს, რათა ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმალური