ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგო დაიღუპა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგო დაიღუპა. შემთხვევა სკოლის წინ მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი რომელიც სკოლაში დედასთან ერთად წიგნების ჩასაბარებლად იყო მისული, საავტომობილო გზაზე გადაირბინა, რა დროსაც მას ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა. 12 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი-ეპიდემიის პირობებში არჩევნები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ვდგამთ ნაბიჯებს, რათა ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმალური
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს