პრემიერი ამერიკის ხაზინის მდივანს შეხვდა

ცოტა ხნის წინ, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანს, სტივენ მნუჩინს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოითქვა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში.

ამერიკის სახელმწიფო ხაზინაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 8 მაისს დაიწყო. ამ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი უკვე შეხვდა ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, სენატორ ჯონ მაკკეინს, სხვა სენატორებს, სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს და სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბობ კორკერს.

banner
წინა სტატიაშირუსი პარლამენტარი იმ ზღვაში დაიხრჩო, სადაც ადამიანები არ იძირებიან
შემდეგი სტატიაზუგდიდი ძროხების ზოოპარკად იქცა