პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე „განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე „განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება – 6 532 985 ლარია. მიმდინარეობს 6 შენობისა და მიმდებარე საფეხმავლო ზოლის, ასევე, სკოლისკენ შესასვლელი კიბის სრული რეაბილიტაცია.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შექმნა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის წყალტუბოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა
შემდეგი სტატიაანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა