პრემიერ-მინისტრმა და PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივა განიხილეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2019 13:14

პრემიერ-მინისტრმა და PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივა განიხილეს

საქართველოს სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კორპორაცია PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანანდ რაომ შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

საუბრისას იმსჯელეს მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პოტენციალსა და ინოვაციების დანერგვის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს როლზე აღნიშნულ სფეროში.

ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის შემადგენელი ელემენტების, მათ შორის დარგობრივი პოლიტიკისა და კადრების გადამზადების განვითარებას და კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ უნდა განიმტკიცოს პოზიციები საქართველომ ამ მიმართულებით.

კორპორაცია PwC-ი მსოფლიოს 158 ქვეყანაში საქმიანობს და 250 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 41 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2019 13:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics