პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს ოთხ ბლოკიანი გეგმა გააცნო

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა უახლოეს მომავალში განახორციელებს.

მან საგადასახადო სისტემის რეფორმის, განათლების რეფორმის, ასევე მმართველობით რეფორმისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

„რამდენიმე კვირის წინ, შევხვდი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს, სადაც რამდენიმე ინიციატივა გავაჟღერეთ. მთავრობის სხდომაზე გატანილი იყო მნიშვნელოვანი ბლოკი ცვლილებებისა, რომლებსაც მთავრობის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი – ეს ეხებოდა საგადასახადო სისტემას საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმა ითვალისწინებს თანხების შემცირებას საბიუჯეტო სფეროში, მაინც მნიშვნელოვანი ცვლილებაა. საკითხი ეხება საქართველოში მოგების გადასახადის გაუქმებას. ანუ ესტონური მოდელის დანერგვას – ეკონომიკაში ჩაბრუნებული რესურსი არ დაიბეგრება და ისევ ეკონომიკის განვითარემას მოხმარდება. გარდა ამისა, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი ცვლილებებისა – საგადასახადო ცვლილებების პერიოდში აღარ მოხდება ანგარიშების დაყადაღება. ეს მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განხორციელდება. საგადასახადო შემოწმებას მხოლოდ შემოსავლების სამსახური მოახდენს. მეორე ბლოკი რეფორმებისა, ეს იქნება მმართველობითი რეფორმა – კომპანიებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპი. ბიზნესმენებს მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია და ისინი აღარ ივლიან სამინისტროებში“, – განაცხადა პრემირმა.

banner
წინა სტატიაშიბარელი Brent-ის ფასი 35 დოლარამდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ნახევარ წელიწადში დაფიქსირდა