პრემიერ-მინისტრმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 1, 2020 13:11

პრემიერ-მინისტრმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა, პირველ რიში, ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბავშვებს თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს იქნება ის, რაც მათ მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება.

„მინდა ბავშვებს და მათ მშობლებს მივულოცო, თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო, რომ ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვების, ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, მათ შეეძლოთ ასახელონ თავისი ქვეყანა და გაუწიონ კონკურენცია მათ თანატოლებს, როდესაც უფრო დიდები იქნებიან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 1, 2020 13:11

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics