პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებს ხელი მოაწერა

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებს ხელი მოაწერა.

განკარგულებები, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებისთანავე, წინასაარჩევნო კამპანია იწყება.

განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი მთავრობამ 6 ივნისის სხდომაზე განიხილა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოიწონა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: არ ვიყენებთ არანაირ ადმინისტრაციულ რესურსს
შემდეგი სტატიათბილისს ახალი ზოოპარკი დაახლოებით, 3-4 წელიწადში ექნება