პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებულ კითხვებზე გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას ავრცელებს

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდაპრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებულ კითხვებზე გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას ავრცელებს.

„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მთავარი მონაპოვარია. პრემიერ მინისტრის პოზიციაა, რომ ამ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არუნდა დაემუქოს. ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს სასამართლოში დაიკითხება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: პრეზიდენტის და პრემიერის საყრდენი სტრუქტურების გაერთიანება იდეაშიც კი არ იქნება მართებული