პრემიერ-მინისტრის მრჩეველი – პრემიერ-მინისტრის დავალებით, უახლოეს მთავრობის სხდომაზე გადახდისუუნარობის კანონის სამუშაო ვერსია განიხლება და შემდგომ პარლამენტს გადაეგზავნება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 5, 2020 11:57

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი – პრემიერ-მინისტრის დავალებით, უახლოეს მთავრობის სხდომაზე გადახდისუუნარობის კანონის სამუშაო ვერსია განიხლება და შემდგომ პარლამენტს გადაეგზავნება

გადახდისუუნარობის კანონი, რაზეც არაერთხელ აღინიშნა ბიზნესის მხრიდან, ეს არის საკითხი რომელიც ფაქტობრივად წლების განმავლობაში აწუხებს ბიზნეს და ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიურად მუშაობა, კონკრეტულად დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით უახლოს მთავრობის სხდომაზე უკვე აიტვირთება ამ კანონის პროექტის სამუშაო ვერსია მთავრობაზე განხილვისთვის და შემდეგ ბუნებრივია გადაეგზავნება პარლამენტს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა ინვესტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, კანონის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების პროცესში.

„გადახდისუუნარობის კანონი, რაზეც არაერთხელ აღინიშნა ბიზნესის მხრიდან და ეს არის საკითხი რომელიც ფაქტობრივად წლების განმავლობაში აწუხებს ბიზნეს და ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიურად მუშაობა. კონკრეტულად დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით, უახლოს მთავრობის სხდომაზე უკვე აიტვირთება ამ კანონის პროექტის სამუშაო ვერსია მთავრობაზე განხილვისთვის და შემდეგ ბუნებრივია გადაეგზავნება პარლამენტს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო საქმიანობის შესაბამისად, საგაზაფხულო სესიაზე დავასრულებთ ამ კანონის პროექტზე მუშაობას და მივიღებთ. განსაკუთრებული მახასიათებლები, რაც ამ კანონს აქვს, რაც წლების განმავლობაში ბიზნესისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს პრობლემები გადაჭრილიყო. პირველი – აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების პროცესში”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, კონკრეტული შედეგი რაც შეხვედრას მოჰყვა, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონია.
„მეორე კონკრეტული შედეგი, რაც ამ შეხვედრას მოჰყვა ეს არის საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი და ზოგადად კაპიტალის ბაზრის მიმართულება. საინვესტიციო ფონდების კანონი, ერთ კვირაში წარედგინება მთავრობის სხდომას განხილვისთვის და შემდგომ პარლამენტში გაგზავნისთვის. განსაკუთრებული რაც კანონს ახასიათებს და მნიშვნელოვანია ეს არის საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები , რომლებიც საინვესტიციო ფონდებისთვის მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება და ხელს შეუწობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მათ შორის საინვესტიციო ფონდების კუთხით. ასევე გადაწყდა, რომ რამდენიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება პირველი შეიქმნება ენერგეტიკის რეფორმის ფარგლებში, სადაც ჩაერთვება ინვესტორთა საბჭოს სამდივნო და ბუნებრივია მოახდენს პროცესში ბიზნესის და ბიზნესის წარმომადგენლების აზრის გათვალისწინებას და პოზიციონირებას. ასევე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით , როგორიცაა საქართველოს საინვესტიციო მიზიდულობის ზრდა, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც დღეს იყო საუბარი ინვესტორთა საბჭოზე , – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 5, 2020 11:57